Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ დღეს გამარჯვება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო“

სტეფანო პიოლიმ ემპოლისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დღეს გამარჯვება ჩვენთვის როგორც სატურნირო, ასევე მენტალური მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე კვლავ მჯერა, რომ გუნდმა ნაპოლის წინააღმდეგ კარგად ითამაშა და მარცხი არ დაუმსახურებია, თუმცა ის შეხვედრა უკვე წარსულს ჩაბარდა და კარგია, რომ წელი პოზიტიურად დავასრულეთ.

„არის მატჩები, რომლებიც უბრალოდ 3 ქულაზე მეტს ნიშნავს და დღეს ერთ-ერთი მათგანი იყო. დღეს ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც გუნდს ეკადრება და დამსახურებული ქულები მოვიპოვეთ.

„კესი ? მე მინდოდა ბრაჰიმისთვის დასვენების საშუალება მიმეცა, კესი კი თავისი ფიზიკურობით მეტოქე გუნდის ნახევარზე მათ სივრცეებს შეუზღუდავდა. დღეს როგორც კესიმ, ასევე მთლიანად გუნდმა შესანიშნავად ითამაშა.

„როგორ შევაფასებდი მილანის 2021 წელს ? მაღალი შეფასება, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ბრძოლისთვის მზად ვართ. ბოლო ნაბიჯი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულია, თუმცა იქამდე ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და ახალ წელს მაქსიმალურად მომზადებული უნდა შევხვდეთ.

„ჩვენი თავგადასავალი 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც 66 ქულა მოვაგროვეთ, შემდეგ 79 ქულამდე ავედით, ახლა კი იმედი გვაქვს, რომ ამ შედეგს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.

„კრიტიკა ? ეს ჩვენი გასვალი გზის ნაწილია, კრიტიკა გვეხმარება, რომ უფრო ძლიერები გავხდეთ. თუ გუნდზე ზეწოლა მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენგან მეტს ელოდებიან, ხოლო თუ ჩვენგან მეტს ელოდებიან, ესე იგი სწორ გზას ვადგავართ. მინდა გასული წლისთვის თითოეულ ქომაგს მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი ჩვენს წუხილს თუ ბედნიერებას ყოველთვის იზიარებდნენ.“