Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ეს იმედგაცრუება მოტივაციად უნდა ვაქციოთ“

სტეფანო პიოლიმ ლივერპულთან მარცხის შემდეგ, რომლის შედეგადაც მილანი ევროპული ტურნირების მიღმა დარჩა, კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ამ ტურნირზე თამაში მაქსიმალურად დიდი ხანი გვსურდა. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ასეთ დონეზე სათამაშოდ მეტი ხარისხი, მეტი მონდომება და უფრო დიდი რითმი გვჭირდება.

„მეტოქის ხარისხის მიუხედავად, ჩვენ ასეთ გოლებს არ უნდა ვუშვებდეთ. ორივე მათგანი ინდივიდუალურ შეცდომას მოჰყვა, რისი თაციდან არიდებაც ძალიან მარტივად შეგვეძლო.

„დღეს მე მილანისგან ხარისხის და ტექნიკური მახასიათებლების მხრივ უკეთეს თამაშს ველოდებოდი.

„ტრავმირებულები ? ჩვენ ასეთ სიტუაციაში უკვე დიდი ხანია გვიწევს ყოფნა, მაგრამ ეს თავის გასამართლებელ საბუთად არ უნდა ვაქციოთ. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი ბოლო წამამდე ცდილობდნენ და ძალა არ დაიშურეს, რომ სასურველი შედეგი მიეღოთ.

„ჩვენ ევროპულ ტურნირებზე დარჩენა გვსურდა, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ, რისგამოც იმედგაცრუებულები ვართ. ახლა ეს იმედგაცრუება ენერგიად უნდა ვაქციოთ და სერია ა-ში მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ.“