პიოლი:“ ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის“
მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ დინამოსთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„9-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენ სან სიროზე ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც ძალიან პოზიტიური ნაბიჯია. ჩემმა ფეხბურთელებმა, მილანმა და ჩვენმა ტიფოზებმა, რომლებიც გამორჩეულები არიან, ეს დაიმსახურეს. ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს მაქსიმუმი არ არის და განვითარება უნდა გავაგრძელოთ.
„სხვაობა სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგას შორის ? სიმართლე რომ გითხრათ, სხვაობა ძალიან დიდი არ არის, ყველაფერი ჩვენზე და ჩვენს თამაშზეა დამოკიდებული. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩემპიონთა ლიგას განსაკუთრებით მივუდგეთ, რადგან თითოეული მატჩი, ნებისმიერ ტურნირზე, ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი იყო, მაგრამ იმავეს თქმა სერია ა-ს მომდევნო ტურზეც შეგვიძლია, რომელშიც ჩვენი მეტოქე ნაპოლი იქნება.
„ლეაუ ? მან კარგი შეხვედრა ჩაატარა, მისი გადაადგილება მოედანზე ტონალისა და ბრაჰიმს სივრცეებს უთავისუფლებდა, თუმცა გარკვეულ მომენტებში მას უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება მართებდა.
„შეუძლია თუ არა გუნდს განვითარება ? დიახ, ამაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, რომლის გამოყენებას დაუღალავი შრომით მოვახერხებთ.“