Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ზედმეტი კრიტიკა მილანის მიმართ…“

სტეფანო პიოლიმ ვერონასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ პირველი მარცხის შემდეგ მილანი ზედმეტად გააკრიტიკეს.

„ჩვენ თამაშის ხარისხი ისეთ მეტოქესთან შევამცირეთ, რომელთანაც მაქსიმალურად კარგი ასპარეზობა გვმართებდა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ, თუმცა ხვალ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს ერთჯერადი ჩავარდნა იყო და გუნდი ჩვეულ სიმაღლეზე უნდა დაბრუნდეს.

„ლილთან წინააღმდეგ მონდომების და მოტივაციის პრობლემა არ გვქონია, უბრალოდ პასების დროს ზედმეტად უზუსტოები ვიყავით. ხვალ ჩვენ მოედანზე გავალთ და ყველას დავუმტკიცებთ იმას, რომ ბოლო დღეებში მიღებული კრიტიკა დაუმსახურებელია.

„მილანმა 21 დღეში 10 თამაში ჩაატარა და ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან მენტალური და ფიზიკური დაღლილობა თავს იჩენდა, ჩვენი მეტოქე კი პირიქით, ამ შეხვედრას საუკეთესო ფორმაში შეხვდა.

„კრიტიკა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და ეს ფეხბურთელებმაც იციან, ამიტომ ჩვენ სხვების აზრს ყურადღებას არ ვაქცევთ, რადგან გუნდი ნებისმიერ მატჩში, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ბოლომდე იხარჯება და გამარჯვებას ცდილობს, თუმცა არსებობს დღეები, როდესაც შენ უბრალოდ არაფერი არ გამოგდის.“