Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ზლატანი მზად არის“

სტეფანო პიოლიმ შემროკ როვერსთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდით და იმედი მაქვს, რომ გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მიღებული მუხტი ხვალინდელ მატჩშიც გვექნება. წარმატებული სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ასეთ თამაშში, სადაც შეცდომების გამოსწორების საშუალება აღარ გექნება.

„სამწუხაროდ, მოსამზადებლად არც თუ ისე დიდი დრო გვქონდა, თუმცა ჩვენ სირთულეების არ გვეშინია და საბრძოლველად მზად ვართ.

„სპორტის სახეობაში გარანტირებული არაფერი არ არსებობს. თითოეული წარმატებისთვის გუნდმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და გამონაკლისი არც შემროკთან მატჩი იქნება.

„გუნდის რამდნეიმე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი არ გვეყოლება, თუმცა საბედნიეროდ გუნდში ბევრი ძლიერი მოთამაშეა და ამ რთულ დაპირისპირებას მომზადებულები ვხვდებით.

„ტონალის, დიასს და ტატარუსანუს უკვე აქვთ წარმოდგენა, თუ რა სტილის ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ.  გუნდმა ბოლო სამი კვირა ძალიან პროდუქტიულად ჩაატარა, რაც ამხანაგურ მატჩებშიც გამოჩნდა.

„ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა. ვიცით, რომ წინ ურთულესი სეზონი გველის, თუმცა მილანის დონის გუნდი სირთულეებს არ უნდა ერიდებოდეს.

„საბედნიეროდ ზლატანი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და მზად არის. მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დახმარება გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ტონალი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ის დიდი მატჩებისთვის უკვე მზად არის. მან თავისი ხასიათი უკვე გამოავლინა და ეტყობა, რომ მილანში ყოფნით ძალიან ბედნიერია.

„ზოგადად, გუნდმა სატრანსფერო ფანჯარაზე კარგი სვლები გააკეთა. მე იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ახლა მყავს, კმაყოფილი ვარ, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დროა დარჩენილი.

„დონარუმა? ჯიჯოს გუშინ ვესაუბრე და ჩემი კომპლიმენტებიც ვუთხარი. ის ყველა ვარჯიშზე მთელი გულით ვარჯიშობს და ყოველთვის მონდომებული და პოზიტიურია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჯიჯოს ყველა საჭირო თვისება აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე გახდეს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.