Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ თავის გასამართლებელი საბუთი არ გვაქვს…“

სტეფანო პიოლიმ სასუოლოსთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ გარკვეულ სიტუაციებში ძალიან დაბნეულები ვიყავით და ვჩქარობდით, რაც მილანს არ ახასიათებს. ჩვენ არაერთი კარგი მომენტი შევქმენით, მაგრამ ნაჩქარები გადაწყვეტილებების გამო შექმნილი მომენტების გამოყენება ვერ მოვახერხედ. ბოლო 2 შეხვედრაში 7 გოლი გავუშვით, რაც აშკარად საგანგაშო სტატისტიკაა.

„დღეს მენტალურად გუნდი ისეთივე მწვავე და მონდომებული არ იყო, როგორც ჩვენ გვახასიათებს, ასეთ დროს კი შეცდომების დაშვება და სირთულეების გადალახვა ძალიან რთულდება.

„წინა შეხვედრებში ჩვენ დაცვაში ერთი-ერთზე სიტუაციებში უმეტესწილად ვიმარჯვებდით, დღეს კი თითქმის ყველა დუელი დავთმე, თუმცა ეს რომელიმე ერთი პოზიციის ბრალი არ არის, ეს გუნდური მარცხია და არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის.

„ფლორენცი ? ის შესანიშნავი ადამიანია, რომელიც გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად არის. ვფიქრობ, რომ დღეს მან რასპადორის წინააღმდეგ კარგად ითამაშა, მისი ფიზიკური კონდიციები უმჯობესდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ზედიზედ 2 მარცხი ძალიან ცუდია, ჩვენ თავის გასამართლებელი არანაირი საბუთი არ გვაქვს. ტრავმირებული ფეხბურთელების მიუხედავად, გუნდს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გაცილებით ხარისხიანი თამაში აჩვენოს და მომდევნო მატჩში ქომაგები ძველებურ, უფრო ძლიერ მილანს იხილავენ.

„არის თუ არა სერია ა-ში ცუდი თამაში ჩემპიონთა ლიგის ბრალი ? არა, ჩვენ ევროპულ ტურნირებზე თამაში გვსურს და ეს თავის გასამართლებელ საბუთად არ უნდა იქცეს. მილანს აქვს ყველაფერი, რომ ყველა ფრონტზე იბრძოლოს და როდესაც რაღაც კარგად არ მიდის, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ, მეტი ვიმუშაოთ და სიტუაცია გამოვასწოროთ.“