Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ იბრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“

სტეფანო პიოლიმ უდინეზეს დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„უდინეზემ პლანგებზე პუსეტო და დეულოფეუ დააყენა და ჩვენ სწორედ აქედან ვცდილობდით შეტევას. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენი თამაშის სტილი მოწინააღმდეგის სქემის მიხედვით გადავაწყოთ.

„მილანს ძალიან დიდი სულისკვეთება აქვს და შეუძლია, რომ ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოს, რაც დიდი გუნდის მშენებლობისას ერთ-ერთი მთავარი ასპექტია.

„ტონალი ? ის კარგად თამაშობს, სანდრო ჭკვიანია, მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს, თუმცა მას ინტენსივობის და მენტალური სიძლიერის მხრივ მოსამატებელი აქვს.

„ის ასევე უდნა მიეჩვიოს, რომ სხვა ნახევარმცველები მასთან უფრო ახლოს თამაშობენ, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ტონალი უდაოდ უდიდესი ტალანტია და სულ მალე ის ამ ყველაფერს დაამტკიცებს.

„ჯერჯერობით ჩვენ არაფრისთვის არ მიგვიღწევია. დღევანდელმა თამაშმა აჩვენა, რომ მოსამატებელი ძალიან ბევრ ასპექტში გვაქვს, თუმცა საბედნიეროდ იმის თქმაც შეიძლება, რომ ამის საშუალება გუნდს აქვს.

„გუნდებმა, რომლებმაც გასულ სეზონში ჩვენზე წინ დაასრულეს, კვლავ ძალიან ძლიერები არიან, თუმცა ჩვენ ამბიციური და მონდომებულები ვართ.

„იბრა ? მან იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის და მისი განვითარებისთვის. მან იცის, რომ წინ ძალიან გრძელი გზა გველის. ჩვენ ყველა დაბრკოლების გადალახვა გვინდა და ის ამ ყველაფერში დაგვეხმარება.“