Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ იბრა თავს უკეთ გრძნობს, ლეაო დაბრუნდა“

სტეფანო პიოლიმ სპარტასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ საკმაოდ დიდი შემადგენლობა გვყავს, თუმცა მატჩებიც ძალიან ბევრია. ხვალ სათამაშო დრო მიეცემათ მათ, ვინც აქამდე არც თუ ისე ბევრი ითამაშეს.

„მილანი ძალიან ბრძოლისუნარიანია. მე გუნდის ხელმძღვანელობას ხარისხიანი ფეხბურთელები ვთხოვე და მათ მე ეს სურვილი დამიკმაყოფილეს. ხვალ მილანი ბოლომდე იბრძოლებს და გამარჯვებას შეეცდება.

„ყოველი მატჩის წინ ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს – გავიდეთ მოედანზე, ვითამაშოთ საუკეთესო ფეხბურთი და გავიმარჯვოთ. თამაშის მოგების აღნიშვნა ნორმალურია, თუმცა მეორე დღიდან შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ.

„ფეხბურთში სრულყოფილება არ არსებობს და100 პროცენტით გამართულ თამაშს ვერავის მოსთხოვ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, რომ განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს.“

იბრაჰიმოვიჩი და ბენასერი ტრავმის გამო ხვალ ვერ ითამაშებენ, რაფაელ ლეაომ კი ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად იქნება.

„ზლატანი თავს კარგად გრძნობს და ის ძალიან მალე დაგვიბრუნდება. ბენასერს ბოლო დღეებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ხვალ მისი დასვენების გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ პარმასთან მატჩსი ის დიდი ალბათობით დაგვეხმარება.

„ლეაო გამოჯანმრთელდა და ხვალინდელი მატჩისთვის მზად არის. მინდა, რომ მან გარკვეული სათამაშო დრო მიიღოს, რომ მისი ფიზიკური კონდიციები შევაფასოთ.“