Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ იბრა შესანიშნავია, კიაერი ? …“

სტეფანო პიოლიმ ჯენოასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დღეს ჩვენ გასულ 2 მარცხზე კარგი რეაგირება მოვახდინეთ. მილანი არის გუნდი, რომელიც თუ შესაბამისად მოემზადება, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, რისი გაკეთებაც გასული ტურების განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, თუმცა დღეს დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ეს 3 ქულა მენტალურად ძალიან დაგვეხმარება.

„იბრა ? ის ძალიან მნიშვნელოვანია. მისმა გუნდში მოსვლამ ყველაფერი უკეთესობისკენ ცვალა. იბრამ და მილანის სხვა წევრებმა ერთმანეთს მადლობა უნდა გადაუხადონ, რადგან ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. სწორედ თანაგუნდელების წყალობით დაბრუნდა იმ დონეზე, რომელზეც ამერიკაში წასვლამდე იყო.

„მესიასი ? მე ბედნიერი ვარ, რომ შემადგენლობაში ამდენი ძლიერი ფეხბურთელი მყავს. ჩემთვის ყველა სტარტერია. მესიასი არის ფეხბურთელი, რომლის დაბრუნებასაც მე მოუთმენლად ველოდებოდი. თავიდან მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ ის ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელი იყო, რომელიც გუნდს გამოადგებოდა. მას განვითარება ჯერ კიდევ შეუძლია, რადგან ამისთვის ყველაფერი აქვს.

„სალერნიტანასთან მატჩი ? ეს მარტივი გამოცდა არ იქნება, თუმცა ახლა გამარჯვებით სიამოვნება უნდა მივიღოთ და ცოტა დავისვენოთ, შემდეგ კი მუშაობა განვაახლოთ.

„კიაერი ? სამწუხაროდ ჩვენ ტრავმებთან დაკავშირებით გაუთავებელი პრობლემები გვაქვს. ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება. სიმონი ჩვენთვის როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ის მწყობრში მალე იქნება.“