Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ იმედია მილანის ახალ სტადიონს როსონერის მწვრთნელის ამპლუაში შევხვდები“

სტეფანო პიოლიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე და როსონერის ჩემპიონთა ლიგის ამბიციებზე ისაუბრა.

„იბრაჰიმოვიჩი ? როდესაც იბრა მილანში გადმოვიდა და ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, მან მითხრა:“ მისტერ, არ მოუსმინოთ იმ ხალხს რომლებიც ამბობენ, რომ მე მზად არ ვარ. მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ფეხბურთელი ვიყო, თქვენ კი მწვრთნელი.“

„იბრამ გუნდს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – ძლიერი მენტალიტეტი და მებრძოლი სული შესძინა. არ ვიცი, რას აპირებს ის მომავალში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაფერში წარმატებული იქნება.

„ფეხბურთელები მასში ლიდერს ხედავენ, რომელიც ყოველთვის მზად არის თანაგუნდელებს დაეხმაროს.

„ჩემპიონთა ლიგა ? ჩვენ რწმენა არ უნდა დავკარგოთ. პირველი 2 მატჩის შედეგი ნეგატიურია, მაგრამ ორივე შეხვედრაში ჩვენ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, რამაც გუნდის თავდაჯერებულობა გაზარდა. წინ კიდევ 4 თამაში გველოდება და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

„ახალი სტადიონი ? თანამედროვე სტადიონები ძლიერი გუნდის ასაშენებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან მას გუნდებისთვის გაცილებით დიდი შემოსავალი მოაქვს. იმედი მაქვს, რომ ახალი სტადიონის პროექტის განხორციელება უმოკლეს დროში დაიწყება და მისი დასრულებისთვის მე კვლავ მილანის მწვრთნელი ვიქნები.“