Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ იმედი მაქვს, მილანის რიგებში მინიმუმ 100 მატჩს კიდევ გავმართავ“

ბოლონიასთან მატჩი სტეფანო პიოლისთვის მილანის რიგებში მე-100 გამოდგა, რის გამოც მას მილანმა სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ჯილდოს მიღების შემდეგ, სტეფანო პიოლიმ მილანში დარჩენის სურვილი კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა:

„ზოგისთვის ეს შესაძლოა მუქარადაც კი ჟღერდეს, მაგრამ იმედი მაქვს მილანის მწვრთნელის რანგში კიდევ მინიმუმ 100 შეხვედრას გავმართავ.“

სტეფანო პიოლიმ მილანში ყოფნის პერიოდში 58-ჯერ იმარჯვა, 23-ჯერ ფრე ითამაშა და 19-ჯერ დამარცხდა. გუნდის გოლების შეფარდება 202 – 126-ზეა.