პიოლი იუვენტუსთან გასამართ შეხვედრაზე საუბრობს

მილანის მთავარმა მწვრთნელმა ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა,სადაც მილანი იუვენტუსს სათასო შეხვედრის ნახევარფინალში დაუპირისპირდება.

აღნიშნული დაპირისპირების პირველი შეხვედრა ფრედ,ანგარიშით 1-1 დასრულდა და მილანელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 1 გოლი აქვთ გასატანი.

„მოხარული ვარ,რომ ფეხბურთის თამაშის საშუალება კიდევ მოგვეცა,თუმცა უსაფრთხოება ყველაზე მნიშნველოვანია.ჩვენ ამ საკითხს ყურადღებით ვეკიდებით და ყოველთვის ვიცავთ იმ რეკომენდაციებს,რაც იტალიის მთავრობამ გაავრცელა.

„გულშემატკივრების გარეშე თამაში რა თქმა უნდა გარკვეულ დისკომფორტს ქმნის,თუმცა ფეხბურთის საერთოდ გაუქმებას აშკარად ჯობს.

„3-თვიანი შესვენების შემდეგ,ფორმის და ფიზიკური მონაცემების აღდგენა ძალიან გაგვიჭირდა,თუმცა მაქსიმალურად დიდი დატვირთვით ვმუშაობთ და იმედია,ხვალისთვის მზად ვიქნებით.

„იუვენტუსს ამ სეზონში უკვე 2-ჯერ შევხვდით და ეს შეხვედრები საკმაოდ მძიმე გამოდგა როგორც ჩვენთვის,ასევე მათთვის.პირველი თამაშის ანგარიში მათ მცირედ უპირატესობას აძლევთ,თუმცა ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა,რომ ეს სხვაობა აღმოვფხვრათ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

„ჩვენ,ვისაც ფეხბურთი გვიყვარს,ძალიან მოგვენატრა მოედანზე ყოფნა და იქაური ბალახის სურნელი.ახლა გვაქვს ბედნიერება,რომ მინდორს დავუბრუნდეთ და ყველა თამაში მაქსიმალური კონცენტრაციით და მონდომებით ჩავატაროთ.დარჩენილ ტურებში მილანი ყველა თამაშის მოსაგებად იბრძოლებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.