Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ კესი დიდებული ფეხბურთელი და პროფესიონალია“

სტეფანო პიოლიმ ატალანტასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ.

„მე ბიჭებს ვთხოვე, რომ მოედანზე ბოლომდე დახარჯულიყვნენ და როგორც ყოველთვის, მათ ეს გააკეთეს. გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა და მე მილანის თამაშით კმაყოფილი ვარ.

„უკვე 2 წელია, ჩვენ განვითარებას ვაგრძელებთ და უკვე მნიშვნელოვან შედეგებსაც ვდებთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ჩვენი საბოლოო მიზანი არ არის და განვითარება უნდა გავაგრძელოთ.

„ჩვენ ასე თამაში ლივერპულთანაც ვცადეთ, მაგრამ იქ საჭირო ტემპი ვერ ვიპოვნეთ, დღეს კი ამის გაკეთება მოვახერხეთ.

„კესი ? მის მახასიათებლებთან დაკავშირებით მე არანაირი ეჭვი არ გამჩენია. ის ძალიან დიდი პროფესიონალია და გუნდის დასახმარებლად ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. დღეს მან დიდებული მატჩი ჩაატარა და გასული სეზონის კესი გამახსენდა. ის ფორმას იბრუნებს და ძალიან მალე ასეთ დონეზე ყველა შეხვედრაში ითამაშებს.

„სერია ა ? ჩვენი ჩემპიონატი საგრძნობლად ვითარდება და ეს იმ მწვრთნელების დამსახურებაა, რომლებიც აქტიური ფეხბურთს მომხრეები არიან. ჩემპიონთა ლიგა ჩვენ დაგვეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ მატჩებში უფრო ინტენსიურები და აქტიურები უნდა ვიყოთ.

„მინდა ვთქვა, რომ გუნდთან ერთად მეც ვითარდები და ამაში მილანის ხელმძღვანელობის მხარდაჭერას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

„ლეაო და რებიჩი ? მინდა მათ კიდევ ერთი კარგი შეხვედრა მივულოცო. მათთან ერთად, ჩვენ უფრო ღრმა შემადგენლობა გვყავს.“