Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ კიაერის გარეშე, თითოეულ ჩვენგანს მეტის გაკეთება მოგვიწევს“

სალერნიტანასთან მატჩის წინ, სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

„სალერნიტანა ტექნიკურად ძლიერი გუნდია, ამიტომ ჩვენ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

„პელეგრი სასტარტოში ? მას სეზონის სტარტზე გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს და ის თამაშისთვის მზად არის.

„კიაერის დაკარგვა ? რომანიოლის აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ტომორისთან შესანიშნავი დუეტი შექმნას. კიაერი ჩვენთვის დიდი დანაკლისია, ამიტომ თითოეულ ჩვენგანს მისი არყოფნის დროს უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს.“