Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ მარცხის გამო ვწუხვართ, მაგრამ ჩვენ ძლიერები ვართ“

სტეფანო პიოლიმ ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ, რომელშიც როსონერიმ სეზონში პირველად წააგო, კომენტარი გააკეთა.

„პირველ ნახევარში ჩვენ კარგად ვითამაშეთ და ვფიქრობ, რომ 2 ბურთით უკან ყოფნა არ დავიმსახურეთ. ფეხბურთი ასეთია, ჩვენ ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ფიორენტინამ კი შეტევაში უფრო ზუსტად ითამაშა. ჩვენ დღეს გვქონდა ყველაფერი იმისთვის, რომ სახლში პოზიტიური შედეგი წაგვეღო, თუმცა ამას აღარაფერი ეშველება და ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ.

„ამ მარცხის გამო ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ საკუთარ თავსა და ძალაში რწმენას არ ვკარგავთ. გუნდმა საერთო ჯამში ცუდად არ ითამაშა, მაგრამ როდესაც ისეთ გოლებს უშვებ, როგორიც ჩვენ კარში მივიღეთ, ყველაფერი ძალიან რთულდება.

„მე მატჩების შემდეგ ბიჭებთან არასოდეს ვსაუბრობ, მაგრამ დღეს გამონაკლისი დავუშვი. ბიჭებმა კარგად იციან, რას ნიშნავს ეს მარცხი. ხვალიდან ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე დავიწყებთ ფიქრს და იმის მიუხედავად, თუ რა შანსები გვაქვს, აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

„კონტრაქტი ? როდესაც ამის დრო მოვა, პრობლემა არ გვექნება. ეს საკითხი პრობლემა არასოდეს ყოფილა და ჩვენ არსად გვეჩქარება.

„ლეაო ? მას უბრალოდ გაჭიმულობა აქვს, რამდენიმე დღეში კარგად იქნება.”