Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ მაქსიმალური კონცენტრაცია მიზნისკენ ბოლო ნაბიჯის გადასადგმელად…“

სტეფანო პიოლიმ კალიარისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„მინდა პირველ რიგში მილანის ქალების გუნდს წარმატება მიცულოცო, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის საგზური პირველად მოიპოვეს.

„ჩვენ ძალიან კარგი და წარმატებული კვირა გვქონდა და ხვალ შეგვეძლება, რომ ის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით დავხუროთ. ბოლო შეხვედრებში მილანმა თავისი დადებითი მახასიათებლები იდეალურად წარმოაჩინა და ხვალ მოედანზე იგივე შემართებით უნდა გავიდეთ.“

სეზონში ყველაზე რთული მომენტი სასუოლოსა და ლაციოსთან ზედიზედ განცდილი მარცხი იყო, რა შეიცვალა მას შემდეგ ?

„მილანს თამაშის მხრივ ხარისხი არასოდეს აკლდა, თუმცა ზოგჯერ კარგ თამაშს შესაბამისი შედეგი არ მოაქვს, თუმცა ჩვენ ჩვენს შესაძლებლობებში რწმენა არასოდეს დაუკარგავს და როდესაც გუნდი მენტალურად ძლიერია, მარცხის უკან მოტოვება ყოველთვის უფრო ადვილია.

„იბრა ? როგორც გუნდმა უკვე განაცხადა, მას საბედნიეროდ ოპერაცია არ სჭირდება და თერაპიის შემდეგ, ის 100 პროცენტით მზად იქნება.

„ჩვენ მიზნის მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ, თუმცა ახლა კონცენტრაციის დაკარგვა არ შეიძლება და კმაყოფილებას მხოლოდ მას შემდეგ ვიგრძნობთ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს გავინაღდებთ.

„ხვალ კალიარისგან ფრთხილ და ორგანიზებულ თამაშს ველოდებით. მათ სერია ა-ში ჯერ ადგილი გარანტირებული არ აქვთ, ამიტომ მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან.

„დალოტი ? ის შესანიშნავი პროფესიონალია. იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებმაც ბევრი სათამაშო დრო მიიღეს მარტივია, თუმცა არც მათი დავიწყება შეიძლება, ვინც გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ეხმარება. დიოგომ ამ სეზონში როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაშს ძალიან მოუმატა და ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

„ლეაოს ასისტი რებიჩზე ? მე მას მატჩის შემდეგ ვესაუბრე და კომპლიმენტი ვუთხარი. ცოტა ხნის წინ, ის ამ მომენტში სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა რაც დრო გადის, მისი მომენტის წაკითხვის უნარი მატულობს.“