Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ მენიო მოედანზე ბრუნდება, ტომორი ?…“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ სასუოლოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„მესიასი ? მე მის ხარისხს თითოეული ვარჯიშის დროს ვხედავდი, ამიტომ მისი კარგი თამაში ატლეტიკოს წინააღმდეგ არ გამკვირვებია. მისი მილანში მოხვედრა ლამაზი ისტორიაა, მაგრამ არა ზღაპარი, რადგან ჟუნიორს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ მილანის რიგებში ითამაშოს.

„მენიო ? ის თავს კარგად გრძნობს, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სათამაშოდ მზად არის. ტატარუშანუმ მაიკი შესანიშნავად ჩაანაცვლა, ახლა კი მენიო ბრუნდება და ის ძირითადში იქნება.

„ტომორი ? ტომორის სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ის ხვალ ვერ დაგვეხმარება და ფიკაიო მომდევნო მატჩისთვის დაგვიბრუნდება.

„ლეაო ? ის 100 პროცენტით მზად არ არის, მაგრამ ხვალ მისი მოედანზე ხილვა გამორიცხული არ არის.

„რა სიტუაციაა გუნდში ატლეტიკოს დამარცხების შემდეგ ? საშუალო დონის გუნდები გრანდების დამარცხების შემდეგ ბედნიერები არიან და მომდევნო შეხვედრებს კმაყოფილები ხვდებიან, თუმცა ჩვენ მილანი ვართ და ერთი გამარჯვება ვერ დაგვაკმაყოფილებს, ამიტომ ჩვენ ისევე მოტივირებულები ვართ, როგორც აქამდე.

„რომელი უკეთესია იტალიისთვის, თურქეთი თუ პორტუგალია ? აძურის აქვს ყველაფერი, რომ ნებისმიერი მეტოქე დაამარცხოს და რობერტო მანჩნიმ ეს უკვე ყველას დაუმტკიცა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე ნებისმიერ შემთხვევაში მოხვდება.

„მილანის მიზნები ? ჩვენი მიზნები და ამბიციები არ შეცვლილა. ჩვე გვსურს, რომ მილანი დავაბრუნოთ იქ, სადაც მისი რეალური ადგილია. გვინდა სეზონიდან სეზონამდე როგორც ევროპაში, ასევე იტალიაში ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ.

„ხვალინდელი მატჩი ? სასუოლო უკვე ძალიან დიდი ხანია მაღალ დონეზე ასპარეზობს, რაც არც მწვრთნელის შეცვლის შემდეგ შეცვლილა, ამიტომ ჩვენ ხვალ დაგვჭირდება კიდევ ერთი ხარისხიანი თამაშის ჩვენება, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

„პელეგრი ? ფიზიკურად ის მზად არის და როდესაც დრო მოვა, პელეგრი შანსს აუცილებლად გამოიყენებს.

„რებიჩი ? ჯერჯერობით ჩვენ ზუსტი დრო არ ვიცით, თუ როდის მოახერხებს ის დაბრუნებას, თუმცა მილანი ამ სიტუაციაში ყოფნას უკვე შეეჩვია.“