Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი მილანთან კონტრაქტს სასუოლოსთან მატჩამდე გაახანგრძლივებს

იტალიური წყაროების ინფორამციით, მილანსა და სტეფანო პიოლის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და იტალიელი სპეციალისტი როსონერის რიგებში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, პიოლი კონტრაქტს მილანთან სავარაუდოდ ხვალ გაახანგრძლივებს, ოფიციალურ განცხადებას კი როსონერი შაბათს გააკეთებს.

წყაროს ცნობით, სტეფანო პიოლის წლიური ანაზღაურება, რომელიც ახლა 2 მილიონი გახლავთ, 3 მილიონამდე გაიზრდება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.