Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ მილანის მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა“

მილანის მწვრთნელმა ფრანგულ L’Equipe-სთან ინტერვიუში გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

„ვფიქრობთ თუ არა სკუდეტოზე ? თუ 32 სათამაშო კვირის შემდეგ კვლავ პირველ ადგილზე ვიქნებით, გიპასუხებთ, რომ დიახ, თუმცა იქამდე ძალიან ბევრი თამაშია და ჩვენ მთავარ სამიზნეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ეს კი ოთხეულში შესვლა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.

„ჩვენი პროექტი ნათელია, გუნდს არ აინტერესებს რა ხდებოდა გუშინ, ან ერთი წლის წინ, ჩვენ დღევანდელი დღე გვაინტერესებს და ნათელი მომავლის იმედი გვაქვს.

„გუნდს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი შემოუერთდა და ჩვენი მიზანია მათ გაიგონ, თუ რას ნიშნავს იყო მილანის ნაწილი და გუნდი იმ სიმაღლეებზე დააბრუნო, სად ყოფნასაც ის იმსახურებს.“

მილანი ევროპა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, თუმცა 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი ძირითადის უპირობო წევრად მიიჩნევა.

„ახალგაზრდა უფრო კარგს ნამდვილად არ ნიშნავს. მე ძალიან სერიოზული და დაბალანსებული გუნდი მყავს, სადაც ყველამ თავისი საქმე კარგად იცის. ზლატანი ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა მის გარდა არიან ჯიჯო, კესი, რომანიოლი და ჰაკანი, რომლებსაც ძლიერი მენტალიტეტი აქვთ და მზად არიან, გუნდს ნებისმიერ მომენტში ულიდერონ.“