Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ მილანის ორგანიზებულობამ გამაკვირვა“

AC Milan's Italian coach Stefano Pioli looks on prior to the UEFA Europa League Group H football match AC Milan vs Celtic on December 3, 2020 at the San Siro stadium in Milan. (Photo by Vincenzo PINTO / AFP) (Photo by VINCENZO PINTO/AFP via Getty Images)

როსონერი სერია ა-ში წაუგებელ სვლას განაგრძობს. ამჯერად სტეფანო პიოლის გუნდმა სამპდორიას 2 – 1 სძლია და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი გაიმყარა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი მილანის იტალიელმა თავკაცმა გააკეთა.

„ბიჭებს ვუთხარი, რომ ჩვენ უკვე ნამდვილი გუნდი ვართ. მილანი ყველა სიტუაციაში მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს, მათ შორის ნეგატიურშიც კი, რომ მილანის რეალური ძალა ყველას დავანახოთ.

„დღეს პირველად იყო, რომ იბრას, ბენასერის და კიაერის გარეშე მოგვიწია თამაში. სამივე მათგანი გუნდის ლიდერი და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ მოგვცა შანსი დაგვემტკიცებინა, რომ მილანი ერთ ან ორ რომელიმე ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ გვაქვს ენერგია და ენთუზიაზმი, რომ ყველა სიტუაციაში ბოლომდე ვიბრძოლოთ.“

კასტილეხოს გოლის შემდეგ პიოლი მოედანზე შეიჭრა და გოლი გუნდთან ერთად აღნიშნა, ამას კი სტეფანოსგან ხშირად ვერ ვნახავთ.

„სიმართლე რომ გითხრათ, ამ გოლის შემდეგ მეგონა, რომ ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა შემდეგ ბურთ ჩვენს კარშიც მივიღეთ და ბოლომდე ნერვიულობა მოგვიწია.

„ბიჭები ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯებიან და ევროპა ლიგის შემდეგ გამარჯვების მოპოვება ყველაზე რთულია, ამიტომ გამარჯვებაც ორმაგად სასიამოვნოა.“

მილანის სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი დღეს 22 წელი და 10 თვე იყო.

„მე კვლავ გაკვირვებული ვარ, თუ როგორ ახერხებს ასეთ ახალგაზრდული გუნდი ასეთი ორგანიზებულობის ჩვენებას ნებისმიერ სიტუაციაში. ისინი არასოდეს აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ ცუდმა თამაშმა ხასიათი გაუფუჭოს ან კარგმა თამაშმა მოდუნების საშუალება მისცეს, რაც დღემდე ძალიან მაკვირვებს.

„იბრა ? ჩვენ ყველა ვიცით, თუ რამდენს ნიშნავს ზლატანის მოედანზე ყოფნა გუნდისთვის და გვსურს, რომ ის მაქსიმალურად მოკლე დროში დაბრუნდეს. იგივეს თქმა შეიძლება კიაერზეც, მილანისთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ძლიერები ვართ როგორც გუნდი, ამიტომ მათ ძალების აღსადგენად საკმარისი დრო მიეცემათ.“

მილანს ერთი პრობლემა აქვს, გუნდი სტანდარტული სიტუაციებიდან ძალიან ბევრ გოლს უშვებს.

„ბოლოს თამაშიდან გოლი ნაპოლისთან მატჩში გავუშვით. სტანდარტულების დროს უფრო მეტი ყურადღება გვმართებს. მართალია ჩვენ ყველაზე მაღალი შემადგენლობა არ გვყავს, თუმცა ამ ასპექტში აუცილებლად უნდა მოვუმატოთ.

„ვინ არის მილანის ყველაზე დიდი კონკურენტი ? ამ კვირის შედეგებმა აჩვენა, რომ სერია ა-ს უძლიერესი გუნდები ფორმაში შედიან. იუვენტუსი, ინტერი და ნაპოლი სეზონის ბოლომდე იბრძოლებენ და ადვილად არავის არაფერს დაუთმობენ. როგორ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ იუვენტუსი ფავორიტი არ არის მას შემდეგ, რაც მათ 9 სკუდეტო ზედიზედ მოიგეს ? ან მას შემდეგ, რაც ინტერმა ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელა ?“