Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ მილანის ძლიერი პასუხი…“

სტეფანო პიოლიმ ტორინოს დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„უნდა ვაღიარო, რომ მილანის დღევანდელი კარგი თამაშით გაკვირვებული საერთოდ არ ვარ. მე ამ ბიჭებს კარგად ვიცნობ და ვიცოდი, რომ მარცხის შემდეგ ისინი კრიტიკოსებს შესაბამის პასუხს მოედანზე გასცემდნენ.

„პირველი ტაიმი იდეალური იყო. გუნდმა დავალება ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ეს შედეგშიც ასახა. მეორე ნახევარში ინტენსივობას შედარებით მოვუკელით, თუმცა ანგარიშიდან გამომდინარე ამის უფლება გვქონდა.

„კესი ? ის სრულყოფილი ფეხბურთელია. ის გუნდს ფიზიკურობის გარდა ენერგიას და ხარისხს მატებს, ეხმარება მცველებს და სივრცეებს უნთავისუფლებს შემტევებს. მას უდიდესი მენტალიტეტი აქვს და მზად არის, ნებისმიერ მომენტში თანაგუნდელს დაეხმაროს. მილანი ახალგაზრდა გუნდია, რომელსაც გაძღოლა სჭირდება და კესი ამას შესანიშნავად აკეთებს.“

დღეს იბრაჰიმოვიჩი და ჩალჰანოღლუ მოედანზე დაბრუნდნენ, თუმცა სამწუხაროდ ტონალი – დიასის დუეტმა ტრავმა მიიღეს.

„ტრავმირებულების შესახებ ჯერჯერობით სიახლე არაფერია, ორივე მათგანმა საკმაოდ მძიმე დარტყმა განიცადეს. ყველაზე მეტად მე ის მწყინს, რომ მომავალ მატჩში ლეაო ვერ დაგვეხმარება. მე არასოდეს მინახავს, რომ ფეხბურთელი ნახევარდაცვაში სიმულირებდეს და არ მგონია, რომ მისი ყვითელი ბარათი საჭირო ყოფილიყო.

„დღეს ლეაოს თამაში ძალიან მომეწონა. ის ცდილობს, რომ მთელი მატჩის განმავლობაში უფრო ყურადღებით იყოს და ეს გამოსდის კიდეც. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და მას მომატების უდიდესი პოტენციალი აქვს.

„ჩემი აზრით, ლეაო მილანმა გაიფორმა როგორც მეორე ფორვარდი, თუმცა ახლა ის სრულყოფილ ფეხბურთელად ყალიბდება, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

„ვუგულშემატკივრებ თუ არა რომას ხვალ ? რომა – ინტერის დაპირისპირებას აუცილებლად ვუყურებ, თუმცა არა სატურნირო ცხრილის გამო. ეს დიდებული დაპირისპირება იქნება, მე კი ფეხბურთის დიდი მოყვარული ვარ და ორი შესანიშნავი მწვრთნელის დუელს დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს.“

გათიშვა