Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ მილანი ამბიციური უნდა იყოს“

სტეფანო პიოლის თქმით, მილანი ჯიჯო დონარუმასთან, ჰაკან ჩალჰანოღლუსთან და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკვე მუშაობს და აქვე აღნიშნა, რომ დიავოლოს ევროპა ლიგის მოგება სურს.

„სეზონის სტარტით კმაყოფილები ვართ, თუმცა ვიცით, რომ წინ ძალიან ძლიერი ოპონენტები და რთული მატჩები გველოდება.

„ახლა მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ და გვსურს, რომ ევროპა ლიგაზე წარმატებას მივაღწიოთ.“

სტეფანო პიოლის რალფ რანგნიკით უპირებდნენ ჩანაცვლებას, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა ყველაფერი თავის სასიკეთოდ შემოატრიალა.

„ჩვენ ერთმანეთი უკეთ უნდა გაგვეცნო და ამ ყველაფერში ჩემპიონატის შეჩერებამ ხელი შეგვიწყო. მილანის თითოეული წევრი ყოველთვის მაქსიმალურიად იხარჯება, ჩვენ გუნდის შენება 2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დავიწყეთ და ახლა იდეების განხორციელებასთან ძალიან ახლოს ვართ.

„იბრა ? ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვცდილობთ, რომ თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმი მივიღოთ.“

ჰაკანს, იბრას და ჯიჯოს კონტრაქტები სეზონის ბოლოს ეწურებათ.

„მალდინი, გაზიდისი და მასარა ამ სიტუაციის მოსაგვარებლად უკვე მუშაობენ. მათ იციან, რომ სამივე მათგანი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. შეხვედრები უკვე ჩანიშნულია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დადსრულდება.“

მილანი ევროპულ ფეხბურთს 22 ოქტომბერს, სელტიკთან მატჩით დაუბრუნდება.

„ჩვენ მილანი ვართ და ამბიციურები უნდა ვიყოთ. არჩევანს სერია ა-სა და ევროპა ლიგას შორის ვერ გავაკეთებთ, გუნდმა ყველა ტურნირის თითოეული მატჩის მოგებაზე უნდა იფიქროს. ჩვენ ევროპა ლიგის მოგება გვსურს, თუმცა ახლა ამაზე ფიქრი ძალიან ადრეა.“