Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ მილანი – იუვენტუსი გადამწყვეტი არ იქნება“

სტეფანო პიოლიმ ბენევენტოს დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მილანი – იუვენტუსი, რომელიც მომდევნო ტურში გაიმართება, სკუდეტოსთვის ბრძოლაში გადამწყვეტი არ იქნება.

ატჩის მიმოხილვის და ფეხბურთელების შეფასების სანახავად დააკლიკეთ აქ.

„დღეს სამწუხაროდ მოედანზე 10 კაცით დარჩენა მოგვიწია, თუმცა ჩვენ ჩვენი გული, გამარჯვების სურვილი და ბრძოლისუნარიოანობა კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ, ეს კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა.“

მილანს გამარჯვება სჭირდებოდა, რადგან ინტერმა თავისი მეტოქე 6 – 2 დაამარცხა და ცოტა ხნით 1 ადგილი დაიკავა.

„ჩვენი მეტოქეების ნაჩვენები შედეგი ჩვენს თამაშზე გავლენას არ ახდებს. ჩვენ ზეწოლის ქვეშ საკუთარ თავებს ვაყენებთ, რადგან ყოველთვის მაქსიმუმის მიღება გვსურს. დღეს დასაშვებზე მეტი შეცდომა დავუშვით, თუმცა ერთიანობის წყალობით გამარჯვებას მივაღწიეთ და სახლში 3 ქულა მიგვაქვს.

„თითოეული ქულა გუნდის თავდაჯერებულობაზე მოქმედებს, მითუმეტეს თუ ეს ქულები ასეთ მძიმე ბრძოლაში მოვიპოვეთ. მე სანდროს გასახდელში ჩავეხუტე, ის ძალიან იმედგაცრუებული და მოწყენილი იყო, რადგან გუნდი მოედანზე 10 კაცით დატოვა. ის ამ სიტუაციიდან კარგ გაკვეთილს მიიღებს.“

მილანი იუვენტუსს სან სიროზე 6 იანვარს უმასპინძლებს.

„ეს იქნება ძალიან კარგი მატჩი ორ გუნდს შორის, რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იუვენტუსი, ინტერი და ნაპოლი სერია ა-ში უძლიერესი გუნდები არიან, ჩვენ კი ჩვენს დასახულ მიზნებზე უნდა ვიფიქროთ და გზა გავაგრძელოთ. ეს მატჩი გადამწყვეტი არ იქნება. იუვენტუსმა ბოლო 9 სკუდეტო მოიგო და მათი ჩამოწერა წარმოუდგენელი იქნებოდა.

„სატურნირო ცხრილზე საუბარი მხოლოდ აპრილის შემდეგ იქნება შესაძლებელი. იქამდე დიდი დრო და ბევრი მატჩია, ამიტომ თითოეულ მატჩს მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ.

„ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია, რომლებსაც დისკვალიფიცირებული ტონალიც დაემატება, ამიტომ ძალიან რთული გამოცდა გველოდება, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ეს გადამწყვეტი არ იქნება.“

მილანი მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია და მებრძოლი სული რთულ სიტუაციებში არაერთხელ გამოავლინა.

„ლეაოს გოლი ? ჩვენ მას ხშირად ვეუბნებით, რომ ბურთთან ერთად მას ბადალი არ ჰყავს, თუმცა რაფამ უბურთოდ უფრო უკეთ მოძრაობა უნდა დაიწყოს, რათა დამცველი ჩამოიშოროს და ბურთის მიღება შეძლოს.

„ის არის სწრაფი, შესანიშნავი ტექნიკით დაჯილდოებული, ამიტომ თუ მუშაობას გააგრძელებს, ძალიან ბევრ გოლს გაიტანს.“