Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ მილანი მარცხზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს“

სტეფანო პიოლიმ ევროპა ლიგაზე მოულოდნელი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მდგომარეობა თავად გავირთულეთ. თამაში ცუდად არ დაგვიწყია, თუმცა შეტევაში ჩვეულზე ნაკლებად აგრესიულები ვიყავით და ბევრი შანსი ვერ შევქმენით.

„პირველი გოლის გაშვების შემდეგ ჩვენს დაცვაში სივრცეები გაჩნდა, რითიც ჩვენმა მეტოქემ, რომელსაც შესანიშნავი კონტრ-შეტევა აქვს, ისარგებლა კიდეც.

„ჩვენ ამ მატჩის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეს აუცილებლად განვიხილავთ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველად, თამაშის შემდეგ ნეგატიური უფრო მეტია, ვიდრე პოზიტიური. ჩვენ დღეს ჩვენს თავს არ ვგავდით, რაც სამწუხაროდ ძალიან ცუდ დროს მოხდა, რადგან ლილი არის გუნდი, რომელიც შეცდომებს არ გპატიობს.

„მე, როგორც ამ გუნდის მწვრთნელი სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ ჩვენ მოწინააღმდეგე სათანადოდ შევაფასეთ და უყურადღებობას ადგილი არ ჰქონია. დღეს უბრალოდ ცუდი დღე გვქონდა და ამ მარცხისგან საჭირო გაკვეთილი უნდა მივიღოთ.

„მილანი ახალგაზრდული გუნდია, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უდნა იმოქმედოს სირთულეების გადასალახად.

„შევცვლიდი თუ არა შემადგენლობას ? ჩემი აზრით, მე დღევანდელი მატჩისთვის საუკეთესო თერთმეტეული დავაყენე. პენალტამდე ჩვენს მეტოქეებს მომენტი არ ჰქონიათ, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, მას შემდეგ, რაც პირველი გოლი გავუშვით, ჩვენს დაცვაში სივრცეები გაჩნდა, რომლითაც მათ ისარგებლეს.“