Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ მილანი ძალიან ბევრ შანსს ანიავებს“

სტეფანო პიოლიმ ჯენოას დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვიცით, რომ წინ ძალიან რთული მატჩები გველოდება და ამიტომ ამდენი შანსის განიავების უფლება არ გვაქვს. ჩვენ დღეს თამაშის მოკვლა პირველივე ნახევარში შეგვეძლო, თუმცა საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.“

გააგრძელებს თუ არა მილანი იგივე შემართებით თამაშს ახლა, როდესაც სკუდეტოსთვის ბრძოლა ფაქტობრივად დასრულებულია ?

„ჩვენ სკუდეტოზე ფიქრს უკვე 3-4 ტურია თავი დავანებეთ. ინტერმა ძალიან ბევრი შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს, ამიტომ მათი დაწევა გამორიცხულია.

„ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა. სტატისტიკის მიხედვით, მილანს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, მაგრამ უმეტესობა მათგანი თავიანთი ჩემპიონატების ტოპ 10-შიც არ არიან, ჩვენ კი სერია ა-ს მეორე პოზიციაზე ვართ, რაც დიდებული მიღწევაა/

„წინ სასუოლოს, ატალანტას და ლაციოს სახით ურთულესი მეტოქეები გვყავს და ჩვენ ბრძოლა ბოლომდე მოგვიწევს.“