Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ მილანმა დაამტკიცა, რომ ჩვენ სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ“

სტეფანო პიოლიმ იუვენტუსთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ჩვენი ოპონენტების წინაშე ქუდები უნდა მოვიხადოთ.

„მილანმა თამაში კარგად დაიწყო და იუვეს კართან საკმაოდ ბევრი მომენტი შექმნა, თუმცა არც იუვენტუსმა დაგვაკლო და მეორე გოლის შემდეგ მატჩში დაბრუნება ძალიან რთული გახდა.

„ჩვენ რამდენიმე სიტუაციას აუცილებლად გადავხედავთ, როდესაც დაცვაში უკეთესად თამაში გვმართებდა, თუმცა საერთო ჯამში გუნდის მონდომება, კონცენტრაცია და გუნდურობა ძალიან მომეწონა.

„იუვეს კიპერმა 1 – 1 დროს დალოტს შესანიშნავი ბურთი აუღო, ეს გოლი რომ გასულიყო, მატჩი სხვა სცენარით განვითარდებოდა.

„იმ დანაკლისის ფონზე, რაც დღეს ჩვენ გვქონდა, ნებისმიერ გუნდს გაუჭირდებოდა, თუმცა იმ ცვლილებების მიუხედავად, რომლების განხორციელებაც მოგვიწია, გუნდი მაინც იგივე შემართებით და იდენტობით თამაშობდა.

„ჩვენ იუვენტუსის მეორე გოლამდე ძალიან თანაბარ მატჩს ვადევნებდით თვალყურს, თუმცა გოლის შემდეგ იგრძნობოდა, რომ სიტუაცია შეიცვალა.

„ვიცოდით, რომ იუვენტუსი შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებლობის ნახვას შეეცდებოდა, მათ ზედიზედ 9 სკუდეტო მოიგეს და ამის დავიწყება არ შეიძლება. ჩვენ ზოგ სიტუაციაში მათ ხარისხთან გამკლავება გაგვიჭირდა, რადგან გარკვეულ მომენტებში კონცენტრაცია დავკარგეთ.“

ეს მარტის შემდეგ სერია ა-ში მილანის პირველი მარცხი იყო.

„ბიჭებს გასახდელში თავები ჩახრილი ჰქონდათ და იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ მარცხი უკვე დიდი ხანი განცდილი არ გვქონდა და შესაძლოა რაღაც მხრივ ეს კარგიც იყოს.

„მე ისინი დავამშვიდე და ვუთხარი, რომ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ვართ, მათ შესანიშნავი შედეგი დადეს და ამით უნდა იამაყონ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ვართ.“

ფაბიო კაპელომ Sky Sport Italia-ს ეთერში განაცხადა, რომ მილანის დღევანდელმა თამაშმა ყველას დაანახა, რომ როსონერი სკუდეტოსთვის იბრძოლებს.

„ჩვენ ამბიციურები უნდა ვიყოთ. ჩვენ დღეს ყველას დავანახეთ, რომ ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჩვენთვის მისაღები შედეგი მხოლოდ 3 ქულა იქნება.“