Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ მილანმა ევროპა ლიგაზე გასასვლელად ბევრი იშრომა“

სტეფანო პიოლიმ სელტიკთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ევროპულ ფეხბურთში დასაბრუნებლად ძალიან ბევრი ვიშრომეთ და მის დატოვებას მარტივად არ ვაპირებთ.“

„ევროპა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია, ჩვენ კი ძალიან დაბალანსებული და ძლიერი გუნდი გვყავს, ამიტომ პირველივე თამაშიდან ჩემპიონატის კარგად დაწყება გვსურს.

„გულშემატკივარი ჩვენგან კარგ შედეგს ელოდება და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენ უდიდესი გუნდის მაისურით ვთამაშობთ და მის ღირსებას ვიცავთ.

„ასეთი სახის ზეწოლის ქვეშ ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია, რადგან ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. მილანი ყოველთვის მოსაგებად თამაშობს და ეს უკვე ჩვენმა მოწინააღმდეგეებმაც იციან, ამიტომ თითოეული გამარჯვების მიღწევა უფრო და უფრო რთული ხდება. ჩვენ გვაქვს იმის ხარისხი, რომ ნებისმიერ მეტოქეს თანასწორად ვეთამაშოთ და სეზონის ბოლოს კარგი შედეგი დავდოთ.

„ჩალჰანოღლუ ? სამწუხაროდ ტრავმიანობა ჩვენი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია. მისი დაკარგვა ძალიან ცუდია, მაგრამ საბედნიეროდ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მისი შეცვლა შეუძლიათ. ჩვენ საუკეთესო გამოსავალს ვიპოვით და ხვალ მოედანზე ჩვეული შემართებით გავალთ.

„ჰაუგე და დიოგო ახალგაზრდები არიან, თუმცა მათ უკვე დაამტკიცეს, რომ დიდი პოტენციალი აქვთ. ორივე მათგანმა ადაპტაცია გაიარა და სათამაშოდ მზად არის.“