Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ მილანმა კარგი მატჩი ჩაატარა“

ბოლონიას დამარცხების შემდეგ სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვის სანახავად დააკლიკეთ აქ.

„სერია ა-ში თითოეული ქულისთვის ბოლომდე ბრძოლა გმართებს და ჩვენ ეს გავაკეთეთ. გაშვებული გოლის დროს ერთი ცუდი შეცდომის გარდა, ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ.

„მილანმა ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შექმნა და თამაშში დომინირებდა. მე ბიჭების თამაშით კმაყოფილივარ, ეს გამარჯვება რთული კვირის შემდეგ თავდაჯერებულობას დაგვიბრუნებს.

„ბოლო ორი სავარჯიშო სესია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესო იყო, გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა და ვიცოდით, რომ დღეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

დიასის და ჩალჰანოღლუს არყოფნის გამო, რაფაელ ლეაომ მისთვის ახალ პოზიციაზე ითამაშა.

„ლეაომ კარგად ითამაშა, მისი მაღალ დონეზე ასპარეზობა აღარავის აღარ უკვირს. მან თავისი პოტენციალის გამოვლენა დაიწყო და ჯერ ყველაფერი წინ აქვს.“