Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:” მილანმა ყველა მატჩში მოსაგებად უნდა იბრძოლოს“

როსონერიმ შემროკ როვერსი 2 – 0 დაამარცხა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი დიავოლოს მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ გააკეთა.

„გუშინ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე შევეცადე, რომ მაქსიმალურად პოზიტიური ვყოფილიყავი, თუმცა სიმართლე გითხრათ, თამაშის წინ ძალიან ვნერვიულობდი, რადგან მოსამზადებლად არც თუ ისე დიდი დრო გვქონდა და ახლად მოსულმა ფეხბურთელებმა გუნდში ადაპტაციის გავლა ვერ მოასწრეს, თუმცა გუნდი ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას მომზადებული შეხვდა და საჭირო გამარჯვებაც დამსახურებულად მოვიპოვეთ.

„გუნდის ხარისხში ეჭვი არასოდეს შემპარვია, უბრალოდ ეს პირველი მატჩი მაშინებდა, არ ვიცოდი, თუ როგორ ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ ბიჭები, თუმცა დღეს მილანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ დღითი დღე ვუმატებთ. ბოდო/გლიმტი (მილანის მომავალი მეტოქე) ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ახლა ჩვენ ბოლონიასთან მატჩზე ვფიქრობთ.

„იბრაჰიმოვიჩი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელმაც ზუსტად იცის, თუ რა მომენტში რა პოზიციაზეა მისი ყოფნა საჭირო. მატჩის დასაწყისში ზლატანი უფრო სიღრმიდან თამაშობდა, შემდეგ კი უფრო წინ აიწია. ზლატანი ჩემპიონი და გუნდის ნამდვილი ლიდერია.

„როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ დონეზე ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა თუ უმაღლესი მიზნებისთვის გვსურს ბრძოლა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ და განვითარება უნდა განვაგრძოთ.

„ჩვენ ვართ მილანი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად უნდა გავდიოდეთ და ჩვენ ამას აუცილებლად ვიზავთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.