Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ მილანს მცველის დამატება სჭირდება“

მონცას 4 – 1 დამარცხების შემდეგ, სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდმა დაცვითი ხაზი უნდა გააძლიეროს.

„დღევანდელ მატჩში მონაწილეობა ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო, რაც მათ გამოცდილებას მატებს და მომავალი მატჩებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

17 სექტემბერს მილანი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიურ შემროკ როვერსს დაუპირისპირდება.

„იმ დროისთვის ირლანდიური ჩემპიონატი განახლებული იქნება და ჩვენ თამაში მოგვიწევს გუნდთან, რომლებიც ფიზიკურად უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნება.

„იმედი მაქვს, რომ ტრავმების მხრივ პრობლემა არ გვექნება და ირლანდიაში საბრძოლო შემადგენლობით გავემგზავრებით.“

პიოლის გუნდის სატრანსფერო სტრატეგიაზეც ჰკითხეს.

„კარგი იქინებოდა, თუ დაცვაში უფრო მეტი არჩევანი მექნებოდა. რომანიოლი, მუსაკო და კონტი ტრავმირებულები არიან, წინ კი უმნიშვნელოვანესი თამაშები გველოდება… გუნდის დირექტორებთან ყოველდღიურ კავშირზე ვარ, სატრანსფერო ფანჯარა ჯერ ახლახანს გაიხსნა, ვნახოთ რა მოხდება.“

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდმა ბაკაიოკოს ტრანსფერზე ჩელსისთან შეთანხმებას მიაღწია.

„მე ის ადამიანი არ ვარ, ვისაც ეს კითხვა უნდა დაუსვათ. მე მხოლოდ იმ მოთამაშეებს განვიხილავ, რომლებიც ჩემს გუნდში არიან.“

Leave a Reply

Your email address will not be published.