Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ მილანს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია“

სტეფანო პიოლიმ მანჩესტერთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ვერონასთან გამარჯვებამ ჩვენ თავდაჯერებულობა დაგვიბრუნა და დაგვანახა, რომ საჭირო ინტენსიობით თამაშის შემთხვევაში მილანი ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ გვსურს, რომ ხვალ იგივე შემართებით გავიდეთ მოედანზე და კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩავატაროთ.

„ვიპოვეთ თუ არა ბალანსი დაცვაში ? მილანი ორივე ფაზაში გუნდურად უნდა თამაშობდეს. თუ ჩვენ კომპაქტურად თამაშს შევძლებთ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში კარგ შეხვედრას ჩავატარებთ.

„იუნაიტედის მატჩი სიტის წინააღმდეგ ? მათმა თამაშმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მანჩესტერმა ფანტასტიკური გუნდი დაამარცხა, რომელსაც 20-21 მატჩის განმავლობაში წაგება არ ჰქონდა.

„არის თუ არა ეს ადრეული ფინალი ? ასე არ ვფიქრობ, რადგან ევროპა ლიგაზე უამრავი ძლიერი გუნდი ასპარეზობს. ეს პრესტიჟული შეხვედრა იქნება ორ ისტორიულ გუნდს შორის.

„დონარუმა ? ის გუნდისთვის როგორც დაცვაში, ასევე შეტევის წამოწყების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. მისი კარგი თამაში ხვალ გადამწყვეტი იქნება.

„რა დრო დასჭირდება მილანს, რომ 2007 წლის სიმაღლეზე დაბრუნდეს, როდესაც როსონერიმ მანჩესტერი დაამარცხა ? ჩვენ ამისთვის ბევრს ვმუშაობთ. მალდინიმ სულ ცოტა ხნის წინ სწორი რამ თქვა: გუნდს რამდენიმე სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარული ასპარეზობა სჭირდება, რომ გარკვეულ სიმაღლეებს მიაღწიოს და ტიტულებზე იფიქროს. წინ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით.

„ჩავარდნები ? ჩვენ ყოველთვის პოზიტიურად ვართ განწყობილი და გუნდის პროგრესს რამდენიმე შეცდომა ვერ გადაფარავს. მილანი ხვალ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგ მატჩს ჩაატარებს. როდესაც მილანი ერთ გუნდად თამაშობს, ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.“