Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ მილანს რწმენა არასოდეს დაუკარგავს“

სტეფანო პიოლიმ ნაპოლისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ნაპოლი კარგ ფეხბურთს თამაშობს, მათ ხარისხი აქვთ და ძალიან ერთიანი გუნდი ჰყავთ. წინ რთული თამაში გველოდება, რადგან ნაპოლი სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია.

„ჩვენ ერთადერთი მატჩი, რომელშიც ინტენსიობა გვაკლდა, სპეციასთან შეხვედრა იყო, მაგრამ სხვა თამაშებში მონდომება მილანს ყოველთვის ეტყობოდა. მე ვწვრთნი უმაღლესი ხარისხის ფეხბურთელებს, რომლებზეც დაყდრნობა ყოველთვის შემიძლია.

„თუ ჩვენ გუნდურად ვთამაშობთ, უფრო ძლიერები ვხდებით. ბევრი მუშაობა და საკუთარ ძალებში რწმენა წარმატების გარანტია. ერთ ცუდ მატჩს უფლება არ უნდა მივცეთ, რომ ჩვენ სერია ა-ს მთავარი აღმოჩენა ვართ.

„მილანმა საკმაოდ ნეგატიური პერიოდი გამოიარა, მაგრამ ჩვენ ერთიანი დავრჩით და საკუთარ თავში რწმენა არასოდეს დაგვიკარგავს.“

მილანი ინტერს უკვე 6 ქულით ჩამორჩება.

„ჩვენ სკუდეტოზე არ ვფიქრობთ, ჩვენი მიზანი მომდევნო მატჩისთვის იდეალურად მომზადებაა, ახლა ჩვენი მეტოქე ნაპოლი იქნება, რომელიც ყოველთვის პრობლემებს გვიქმნის.

„გუნდმა ხვალ მაღალი ტემპით და ინტენსიობით უნდა ითამაშოს, ბურთმა კი სწრაფად უნდა იმოძრაოს და პასების დროს ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ. თუ უმაღლესი შედეგის მიღება გვსურს, სახლში ნაჩვენები შედეგები უნდა გამოვასწოროთ.

„იბრა ? ის ჩვენი სინათლის სხივია, მაგრამ მილანი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის. გუნდში ბევრი ლიდერია და ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელის გარეშე თამაში შეგვიძლია.

„რაფაელ ლეაო უფრო სტაბილური გახდა, მისგან უკვე დიდი მოლოდინი მაქვს. რაფა გუნდზე ბევრს მუშაობს და მისი გოლები ძალიან მალე მოვა.

„მეიტე ? ის გადმოვიდა გუნდიდან, რომელიც მილანისგან რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა, ამიტომ თავიდან მას თანაგუნდელებზე ნაკლები ტემპი ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში მან ძალიან მოუმატა. სანდრო ტონალიმ ტრავმა მოირჩინა და სათამაშოდ ისიც მზად არის.

„კესი ? ის ძალიან დიდ ქებას იმსახურებს, მისი ფიზიკური და მენტალური სიძლიერე უბრალოდ წარმოუდგენელია და ყოველთვის მზად არის, რომ გუნდს დაეხმაროს.“