Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ მილანს ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია“

სტეფანო პიოლის თქმით, მილანს იმის რესურსი აქვსმ რომ იტალიის უძლიერეს გუნდებს კონკურენცია გაუწიოს და ტიტულისთვის იბრძოლოს.

როსონერი მიმდინარე სეზონში სერია ა-ში არ დამარცხებულა, თუმცა ზედიზედ 2-მა ფრემ ინტერს საშუალება მისცა, რომ მილანს დაწეოდა და გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.

„იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ჩვენ სკუდეტოზე უნდა ვიფიქროთ და მე მას ვეთანხმები, მილანი ამბიციური უნდა იყოს.

„შედეგები, რომელსაც მიმდინარე სეზონში მივაღწიეთ აჩვენებს, რომ ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, რომელსაც სერია ა-ს უძლიერეს გუნდებთან ტოლ-სწორად ბრძოლა შეუძლია.

„მაგრამ იმის თქმა, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ, მართებული არ არის. როგორ შეიძლება, რომ ვინმემ იუვენტუსზე წინ რომელიმე გუნდი დააყენოს. მათ ზედიზედ 9 ტიტული მოიგეს და დიდებული გუნდი ჰყავთ, რომელსაც არც ინტერი ჩამოუვარდება.

„ჩვენ ბრძოლა გვინდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რაც უფრო მეტი ძლიერი ფეხბურთელი გვეყოლება, მიზანთანაც უფრო ახლოს ვიქნებით.

„ვიცით, რომ ჩვენს ასეთ თამაშს მთელს მსოფლიოში არავინ ელოდა, ჩვენი თავების გარდა.“