Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ მილანს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება სურს“

სტეფანო პიოლიმ მიმდინარე სეზონში მილანის მთავარ მიზანზე და სხვა თემებზე ისაუბრა.

„გუნდის ხელმძღვანელობას ჩვენთვის არაფერი მოუთხოვია, მათ არ სურთ, რომ ჩვენ ზედმეტი ზეწოლა ვიგრძნოთ. მილანი განვითარებას აუცილებლად განაგრძობს და დიახ, ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა.

„მალდინიმ, მასარამ და გაზიდისმა იდეალური სათამაშო გარემო შეგვიქმნეს და თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ გუნდი იქ უნდა დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია, ჩემპიონთა ლიგაზე.

„გუნდში ყველაფერს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. იმის საჭიროება, რომ ყველა ფეხბურთელს თავისი როლი სათითაოდ უხსნა, აღარ არსებობს, რადგან აქ ყველამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს.

„გუნდი შეკრული, ძლიერი და ამაყია. იბრაჰიმოვიჩის და კიაერის დახმარებით მილანში ბევრი რამ შეიცვალა და ახლა ორივე მათგანი ყველასთვის მისაბაძი მაგალითია.“