პიოლი:“ მილანში ამ მომენტისთვის ბევრი რამ არ მუშაობს, სკუდეტო ?…“
მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ლაციოსთან განცდილ მძიმე მარცხსა და გუნდის პრობლემებზე ისაუბრა.
„ჩვენ Milanello-ზე უნდა დავბრუნდეთ და მუშაობა გავაგრძელოთ. ჩვენი პრობლემა არა ტაქტიკა, არამედ მენტალური ასპექტია, რადგან ვუშვებთ გოლებს ისეთ სიტუაციებში, რომელთა წაკითხვა ძალიან მარტივი უნდა იყოს.
„მე აქ ვარ და გესაუბრებით იმიტომ, რომ ვალდებული ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავჩუმდეთ, თავი დავხაროთ და მუშაობა გავაგრძელოთ.
„ჩვენთვის ბოლო 2 კვირა ძალიან რთული გახლდათ. ცუდი ფორმა და ცუდი შედეგები გუნდს მენტალურად კიდევ უფრო ამძიმებს, რაც ჩვეულ დონეზე დაბრუნების საშუალებას არ გვაძლევს.
„ფაქტია, რომ ახლა მილანში ბევრი რამ არ მუშაობს. ყველაზე დიდი პრობლემა გუნდს ექმნება მაშინ, როდესაც ბურთი მეტოქეს აქვს, ჩვენ ასეთ მომენტებში საკმარისად აგრესიულები არ ვართ და კომუნიკაციის ნაკლებობა გვაქვს. მე ამ პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ერთი გზა ვიცი და ეს კიდევ უფრო მეტი მუშაობაა.
„ჩვენ ვიცით, რომ ნეგატიური შედეგები ასეთ რთულ სიტუაციებს მენტალურად კიდევ უფრო ამძიმებს, ამიტომ ჩვენ გამარჯვება გვჭირდება, რომ პოზიტიური გარემო დავიბრუნოთ.
„სკუდეტო ? ჩვენი მთავარი მიზანი ახლა არის ის, რომ ჩვეულ დონეზე თამაშს დავუბრუნდეთ და ეს მაქსიმალურად მოკლე დროში გავაკეთოთ. ნაპოლისთან ჩამორჩენა ზედმეტად დიდია, რომ ახლა სკდუეტოზე ვიფიქროთ.“