Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი მილანში ბელოტის ტრანსფერს ითხოვს…

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმის და ოლივიე ჟირუს კონტრაქტის გაურკვევლობის ფონზე, როსონერი სატრანსფერო მარკეტზე ფორვარდის ძიებას განაგრძობს და მათთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ კვლავ ტორინოს კაპიტანი ანდრეა ბელოტი მოიაზრება.

MilanNews-ის ინფორამციით, ბელოტი სტეფანო პიოლის ფავორიტი არჩევანია და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ იტალიელი ფორვარდი ტოროს შემადგენლობას მიმდინარე სატრანსფერო ფაჯნრის პერიოდში დატოვებს, რადგან მისი მიმდიანრე ხელშკერულება ტურინელებთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ბელოტის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომ ახალი კონტრაქტის გაფორმებას გუნდთან არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ტორინომ ბელოტის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მოითხოვა, მაგრამ მილანი სიტუაციას მოთმინებით აკვირდება, რადგან სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ტურინელებს ფეხბურთელის ფასის შემცირება მოუწევთ, რა დროსაც როსონერი გააქტიურდება და მის დამატებას შეეცდება.