Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ მილანში დარჩენა დიდი ხნით მსურს…“

სტეფანო პიოლიმ ატლეტიკოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

შეხვედრა სან სიროზე ხვალ, 23:00 საათზე გაიმართება.

„ხვალ ჩვენ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი გამოცდა გველოდება. მილანს ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, რომელსაც ასეთი რანგის თამაშების დიდი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ იქ, სადაც ჩვენი უპირატესობა გამოცდილება არ არის, გუნდი ფონს გასვლას ენთუზიაზმის და მოტივაციის გამოყენებით შეეცდება, რაშიც ჩვენი ქომაგები აუცილებლად დაგვეხმარებიან.

„ჩვენი მეტოქე ხვალ იქნება გუნდი, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი და შემადგენლობა ჰყავს. ისინი უკვე დიდი ხანია უმაღლეს დონეზე თამაშობენ და მზად არიან, თითოეული ჩვენი შეცდომა მაქსიმალურად გამოიყენონ.

„რა ასპექტებში გვმართებს განვითარება, რომ ამ დონეზე წარმატებას მივაღწიოთ ? ჩვენ ლივერპულთან მატჩში დავინახეთ, რომ ასეთ დონეზე მცირე დეტალებს უდიდესი მნიშნელობა აქვს. ჩვენ უნდა ვითამაშოთ მარტივი და სწრაფი ფეხბურთი.

„ჟირუ ? 2 კვირა უქმად ყოფნა ფეხბურთელის ფორმაზე აისახება. სპეციასთან მიღებულმა წუთებმა მასზე დადებითად იმოქმედა, თუმცა ის 90 წუთისთვის მზად არ არის.

„იქნება თუ არა ეს გადამწყვეტი მატჩი ჯგუფიდან გასასვლელად ? ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშნელო შეხვედრები არ არსებობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ხვალინდელი მატჩი გადამწყვეტია.

„როგორ პროგრესირებს ტეო ? ტეომ დაცვაში თამაშს საგრძნობლად მოუმატა, რაც შაბათს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მისი შესაძლებლობების შესახებ შეტევაში ყველამ კარგად იცის და მიხარია, რომ ის დაცვით ასპექტშიც პროგრესირებს.

„ტრავმირებულები ? კიაერისთვის და ფლორენცისთვის ხვალინდელი ვარჯიში გადამწყვეტი იქნება. სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ითამაშებენ თუ არა ისინი ატლეტიკოს წინააღმდეგ, დანარჩენებს რაც შეეხება, აქ სიტუაცია უფრო რთულადაა და ვფიქრობ, რომ ისინი მოედანზე სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდებიან.

„დავრჩები თუ არა მილანში დიდი ხნით ? ჩემთვის იმ ურთიერთობას, რომელიც მე ფეხბურთელებთან და გუნდის ხელმძღვანელობასთან ჩამომიყალიბდა, დროის ლიმიტი არ გააჩნია და იმედია აქ დიდი ხნით დავრჩები. ჩვენ ვართ ამბიციურები და მოტივიებულები, თუმცა ახალ მოამვალზე ფიქრის დრო არ არის და კონცენტრაცია ხვალინდელ შეხვედრაზე უნდა გავაკეთოთ.“