Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი მილანში 2024 წლამდე…

მილანი 7-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებასთან ახლოს არის და გუნდის ხელმძღვანელობამ ზაფხულისთვის კონკრეტული ნაბიჯები უკვე დაგეგმა.

მილანი 16 მაისს კალიარის მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაიმარჯვებს, რასაც Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჯაჭვური რეაქციცა მოყვება.

წყაროს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის განაღდების შემდეგ როსონერი სტეფანო პიოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე წამოიწყებს მოლაპარაკებებს. იტალიელი სპეციალისტის მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში იწურება და დიდი ალბათობით ახალი კონტრაქტი მას გუნდში 2024 წლის ბოლომდე დატოვებს.

ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში, როსონერის ჯიჯო დონარუმასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაც გაუადვილდება, რომელიც 50 დღეში იწურება, რის შემდეგაც მილანი ჩელსიდან ფიკაიო ტომორის გამოსყიდვის პროცედურებს დაიწყებს, რომლის სანაცვლოდაც 28 მილიონს გადაიხდის.

მილანის ხელმძღვანელობისთვის მთავარ ამოცანად ცენტრალური თავდამსხმელის გაფორმება რჩება. მათთვის მთავარი სამიზნე დუშან ვლაჰოვიჩია, მაგრამ ფიორენტინა ახალგაზრდა სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის და მილანი დიდი ალბათობით მის ალტერნატიულ ვარიანტზე – ანდრეა ბელოტიზე გადაერთვება.