Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ მნიშვნელოვანი და რთული შეხვედრა გველის“

სტეფანო პიოლის პრესკონფერენცია ლილისთან მატჩის წინ.

„ჩვენი მიზანი თითოეულ თამაშში დომინაცია და 3 ქულის მოპოვებაა. მილანი ახალგაზრდული გუნდია, თუმცა მოედანზე ბიჭების თამაშიდან გამომდინარე ამას ვერავინ იტყვის, რადგან ყველა თავის საქმეს უმაღლესი პროფესიონალიზმით ასრულებს.

„ვიცით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მატჩის გამართვა მოგვიწია, თუმცა ყველა გუნდი, რომელსაც წარმატების მიღწევა ევროპაში სურს, ასეთი გრაფიკით თამაშობს და ამას უნდა მივეჩვიოთ. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვექნება, ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, თუმცა მილანი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.

„გუნდი კარგად მუშაობს, ჩვენ თავგადასავალი კარგად დავიწყეთ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

„მე ჩემი ბიჭების ყოველთვის მჯერა. მილანი ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის და საბედნიეროდ გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ იმ ხალხისავით ვართ, რომლებიც წყალს ეძებენ და მიწის თხრა ახლა დაიწყეს. ჩვენ წყაროს პოვნა გვსურს, თუმცა ამისთვის უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.

„იქნება თუ არა როტაცია ? დიახ. საბოლოო თერთმეტეულს დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ. ფეხბურთელებს დასვენების საშუალება უნდა მივცეთ, რადგან ფიზიკური და მენტალური ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ტექნიკური თვალსაზრისით მოსამატებელი გვაქვს. თამაშის ბოლო მონაკვეთში ხშირად არც თუ ისე სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რაც შესაძლოა საბოლოოდ ცუდად დასრულდეს. ვიცით, რომ განვითარების შესაძლებლობა კიდევ გვაქვს და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, რადგან ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ჩვენი შესაძლებლობები უკვე კარგად იციან და მატჩების მოგება უფრო და უფრო გაგვიჭირდება.

„დიასი და დალოტი ? ისინი გუნდის ხარისხის გასაუმჯობესებლად გავიფორმეთ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორივე მათგანი გუნდს შესანიშნავად შეეწყო.

„ჩვენი მექანიზმი ორივემ ძალიან მალე გაიგო. ისინი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც ამბიცია და მოგების სურვილი გააჩნიათ. დარჩებიან თუ არა ისინი გუნდში ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ამ თემაზე სხვებს უნდა მიმართოთ.“