Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი მატჩი“

სტეფანო პიოლიმ ნაპოლისთან შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.

„წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს მსგავსად მიმდინარე სეზონში ძალიან მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, მაგრამ ეს შეხვედრა გადამწყვეტი არ არის, რადგან ჩემპიონის ბედი დეკემბერში არ წყდება.

„მესიასი ? ნებისმიერ მატჩში ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია, რომელიც ფეხბურთელს სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. საბედნიეროდ მესიასს ეს ყველაფერი საკმარისზე მეტი აქვს.

„პეტანია ნაპოლის ძირითადში ? მე არ ვიცი, რატომ აირჩია სპალეტიმ ეს გზა, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმა კარგად ვიცით და არაფერი იცვლება.“