Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ მსაჯს მეორე გოლი უნდა გაეუქმებინა…“

სტეფანო პიოლიმ ლაციოსთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმხოილვა და ფეხბურთელების შეფასებები იხილეთ აქ.

„პირველ ნახევარში ჩვენ საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენმა ოპონენტებმა საერთო ჯამში გვაჯობეს. მე დღეს მილანისგან უფრო მეტს მოველოდი, ჩვენ გვაქვს ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლები იმისთვის, რომ უკეთესაც ვითამაშოთ.

„2 – 0 შემდეგ, ჩვენთვის საქმე ძალიან გართულდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩალჰანოღლუს წინააღმდეგ ლეივამ თამაშის წესები დაარღვია და გაუგებარია, თუ როგორ ვერ დაინახა ეს VAR-მა.

„ჩვენ ლაციოს თავისი ფეხბურთს თამაშის საშუალება მივეცით. მათ კონტრ-შეტევები შესანიშნავად გამოსდით და ჩვენ მათ ამაში ხელი ვერ შევუშალეთ.

„პირველი გოლსი დროს, გუნდმა სივრცეების ჩაკეტვა თავის დროზე ვერ მოახერხა, რაც ბოლო თამაშებში საკმაოდ ხშირად ხდება და ამ ასპექტში აშკარად მოსამატებელი გვაქვს.

„იბრა ? ჩვენ ყველა გვჭირდება, ზლატანმა მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ბევრი მატჩი გამოტოვა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომდევნო შეხვედრაში ის მზად იქნება.

„ბიჭები ძალიან იმედგაცრუებულები არიან, რადგან ამ მატჩის მნიშვნელობა ყველამ კარგად იცოდა. ახლა ჩვენ ეს მძიმე მარცხი უნდა დავივიწყოთ და მომდევნო შეხვედრაზე ვიფიქროთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწევს.

„ოთხეულისთვის ახლა ძალიან ბევრი გუნდი იბრძვის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საგზურის მოსაპოვებლად ყველაფერი გვაქვს და დანებებას არ ვაპირებთ.“