Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზლატანმა თამაში მოახერხოს“

სტეფანო პიოლიმ ტორინოსთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 23:45 საათზე გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა და ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

„ტრავმებისგან არც ერთი გუნდი დაზღვეული არ არის, განსაკუთრებით ასეთ რთულ სიტუაციაში და ისეთ რამეზე ფიქრს, რომელსაც ვერ გამოასწორებ, ბევრ დროს და ენერგიას ვერ დავუთმობ.

„ჩვენ ამ პრობლემების მოგვარების ხერხებს უნდა მივაგნოთ. გუნდი შესანიშნავად ასპარეზობს და ხვალ ამის გაგრძელების იმედი გვაქვს.“

ხვალ პიოლის მეტოქე მარკო ჯამპაოლო იქნება, მწვრთნელი, რომელის მილანში სწორედ პიოლიმ ჩაანაცვლა.

„ტორინოს თავიდან გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რადგან როდესაც მწვრთნელი ახალი თამაშის ხედვით მიდის, მას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ახლა ტურინელებს კარგი მომენტი უდგათ და მათი დაუფასებლობა დამღუპველი იქნება.“

მილანმა გასულ ტურში მიმდინარე სეზონის პირველი მარცხი იუვესთან იწვნია.

„ჩვენ წაგებას ისევე გავუმკლავდით, როგორც გამარჯვებას. ამ თემაზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის. ბიჭები თავს კარგად გრძნობენ და მათი მორალის გასაუმჯობესებლად ჩემი ჩარება საჭირო არ გახდა.

„მათ იციან, რომ ძალიან კარგად ითამაშეს და ახლა მომდევნო შეხვედრაზე უნდა იფიქრონ. ჩვენ ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ და ჩვენი მიზნებისკენ სვლას ვაგრძელებთ.

„ტრავმირებულები ? ბენასერი და საელემაეკერსი დიდი ალბათობით კალიარისთან მატჩში დაგვიბრუნდებიან. ისინი თავს კარგად გრძნობენ, თუმცა გარისკვას არ ვაპირებთ.

„იბრა უკვე გამოკეთდა, მან თავისი პროგრამა დაასრულა, მაგრამ არ მგონია, რომ ხვალ მას მოედანზე ვიხილავთ.

„ჩალჰანოღლუს კონტრაქტი ? ორივე მხარეს თანამშრომლობის გაგრძელება სურს, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.”