პიოლი:“ ნაპოლისთან მატჩში ლეაუს გარეშე რთული იქნება, მაგრამ გამოსავალს ვიპოვნით“
მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ სამპდორიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ და შეგვეძლო, რომ მეტი გოლი გაგვეტანა, საბოლოო ჯამში კი ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, რომელში გამარჯვებისთვის ბევრი ბრძოლა მოგვიწია. სამპდორიამ ლაციოსთან და იუვენტუსთან მატჩებში აჩვენა, რომ ჩვენ რთული დაპირისპირება გველოდებოდა და ეს ასეც მოხდა.
„ნაპოლისთან მატჩი ლეაუს გარეშე ? სერია ა-ში ყოველ ჯერზე, როდესაც ფორვარდი ბურთის დაცვას ცდილობს და მცველი მოედანზე ეცემა, მსაჯი ყვითელ ბარათს იღებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ასეა თუ ისე, ჩვენ ნაპოლისთან მატჩში ლეაუს გარეშე მოგვიწევს თამაში და გამოსავალს აუცილებლა ვიპოვნით.
„ლეაუსთან ერთად, ჩვენ სავარაუდოდ ვერც ანტე რებიჩი დაგვეხმარება, რაც ამ ფლანგზე პრობლემებს კიდევ უფრო გვიზრდის, მაგრამ ახლა არა ნაპოლისთან მატჩზე, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ.
„რაფა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ერთი ფეხბურთელის არყოფნის გამო ჩვენ ამბიციები არ უნდა შეგვეცვალოს.
„დე კეტლარი ? შარლი დღითი დღე უმატებს, ადაპტაციასთან ერთად, ის თავისი შესანიშნავი ტალანტის გამოვლენას უფრო მარტივად ახერხებს.“