Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ პირველი დამსახურებული მარცხი…“

სტეფანო პიოლიმ სპეციასთან მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მიმდინარე სეზონში სერია ა-ში პირველი დამსახურებული მარცხი იყო…

როსონერიმ 2019 წლის 5 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ატალანტასთან 5 – 0 განადგურდა, პირველი გასვლითი შეხვედრა წააგო და კარში დარტყმა ერთხელაც ვერ მოახერხა…

„ჩვენ გვმართებს, რომ ამ მოულოდნელ მარცხზე ძლიერი რეაგირება მოვახდინოთ. დღეს სპეციამ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა, ეს ჩვენი პირველი დამსახურებული მარცხი იყო ამ სეზონში, რადგან გუნდს საკმარისი ხარისხი და ინტენსიურობა არ ეტყობოდა.

„ეს ჩვენთვის ღირებული გაკვეთილი იქნება და გვეცოდინება, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე დახარჯვა გვმართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე შევრცხვებით.

„ჩვენ არ ვართ გუნდი, რომელსაც ცუდად თამაშის მიუხედავად მოგება მაინც შეუძლია. ჩვენთვის აუცილებელია, რომ თამაშის ტემპი გავაკონტროლოდ და ინტენსიურად ვითამაშოთ, ამ ელემენტების არქონის შემთხვევაში კი ისეთ შედეგს მივიღებთ, როგორიც სპეციასთან დაფიქსირდა.

„თითოეულ ჩვენგანს კარგად ესმის, თუ რამდენად ნეგატიური თამაში ჩავატარეთ და რამდენად რთული კალენდარი გვაქვს წინ, თუმცა ასევე ისიც ვიცით, რომ მილანს ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია გამოსვლა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კვირის განმავლობაში ჩვენს ვარჯიშს ნახავდა ვერ იფიქრებდა, რომ ჩვენ დღეს ასე ვითამაშებდით, მაგრამ ეს მაინც მოხდა.

„თუ მილანი ბურთს საკმარისად სწრაფად არ ამოძრავებს, მეტოქე გუნდს დაცვის დალაგების დრო რჩება და ჩვენი შეტევები ძალიან ადვილად გამოსაცნობია.

„ეს ძალიან ცუდი თამაში იყო და სწორია, რომ მოედანი თავდახრილებმა დავტოვეთ, თუმცა ხვალ ჩვენ ფეხზე დავდგებით და მომავალ მატჩში ყველაფერს გავაკეთებთ…“