Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ რატომ ჟირუ და არა იბრა ?…“

სტეფანო პიოლიმ ატლეტიკოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

გუნდების ოფიციალური განაცხადები და პირდაიპირი ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„რატომ ჟირუ და არა იბრა ? ოლივიე თავს კარგად გრძნობს და ის სასტარტოში დაიწყებს, ხოლო იბრაჰიმოვიჩი გუნდის შეტევის გასაძლიერებლად ყოველთვის მზად არის და თუ საჭირო გახდა, ის თამაშში აუცილებლად ჩაერთვება.

„რას ველოდები მილანისგან დღევანდელ მატჩში ? ეს კარგი შანსია იმისთვის, რომ ჩვენ გუნდის პროგრესი ყველას დავანაოთ. მართალია ჩემპიონთა ლიგაზე იმ შედეგებს ჯერჯერობით ვერ ვაჩვენებთ, რაც ჩვენ გვსურს, თუმცა თითოეული ასეთი დონის მატჩი ჩვენთვის განვითარების კარგი შესაძლებლობაა.

„ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ? ჩვენი მთავარი ძალა არა რომელიმე ფეხბურთელის ინდივიდუალური მახასიათებლები, არამედ გუნდურობა იყო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელების არყოფნას სწორედ გუნდური თამაშით გადავფარავთ.“