Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ რებიჩი ტრავმირებულია, ხვალ ფიორენტინასთან რთული მატჩი გველოდება“

სტეფანო პიოლიმ ფიორენტინასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ფიორენტინა ძალიან კარგ, ორგანიზებულ და შეტევაზე ორიენტირებულ თამაშს აჩვენებს, ჩვენ ხვალ ძალიან რთული მატჩი გველოდება, რომელშიც სასურველი შედეგის მისაღწევად ჩვენი მაქსიმუმის ჩვენება დაგვჭირდება.

„ვლაჰოვიჩი ? ის ძალიან განვითარდა. მე მისი გაწვრთნის საშუალება მქონდა და მაშინვე ეტყობოდა, რომ დიდი ტალანტის პატრონი იყო. ის ძალიან ძლიერი ფორვარდია, რომელსაც წინ დიდი მომავალი აქვს.

„ტრავმირებულები ? კალაბრიას გამო ძალიან ვწუხვარ, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელსაც გუნდის დახმარება ამ რთულ პერიოდში ძალიან სურდა.

„რებიჩმა ვარჯიშის დროს ქუსლის დაზიანება მიიღო და ის ხვალინდელი მატჩისთვის მზად არ იქნება.

„ლეაო ? მან ნაკრებში მხოლოდ ნახევარი საათი ითამაშა, ამიტომ ის დასვენებულია და გუნდის დასახმარებლად მზად არის.

„იტალიანო ? ის დიდებული მწვრთნელია. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ძალიან კარგი იდეები აქვს, რომელსაც ფიორენტინას შესანიშნავად გადასცემს.

„ჩემი პერიოდი ფიორენტინაში ? მე ფლორენციაში ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. ჩემთვის ფლორენციაში თამაში რიგითი მატჩი არ იქნება, ჩემთვის დავიდე ასტორი ჯერ კიდევ ძალიან მძიმე თემაა, რომელიც აქ ჩამოსვლისას ყოველთვის უფრო ემოციურს მხდის.

„კესი ? დერბიში მისი თამაში მხოლოდ 11-მეტრიანის ეპიზოდით შეაფასეს, მაგრამ ამის გარდა მან ყველაფერი კარგად გააკეთა.

„ჟირუ თუ იბრა ? სასტარტო შემადგენლობაში ის დადგება, რომელიც იმ მომენტისთვის უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია.

„ფლორენცი ? ის თავს კარგად გრძნობს და ნელ-ნელა ოპტიმალურ კონდიციებს იბრუნებს. მე მისი დაცვაში გამოყენების საჭიროება არ მქონია, თუმცა კალაბრიას ტრავმის გამო ფლორენცის ამ ამპლუის შეთავსებაც მოუწევს.

„მესიასი ? ის თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და ბედნიერი ვარ, რომ მე მისი გამოყენების საშუალება მექნება. ჯერ მესიასი 100 პროცენტით მზად არ არის, მაგრამ მისი მახასიათებლები ჩვენ აუცილებლად გამოგვადგება.

„ჩემი კონტრაქტი ? ახლა ამ თემაზე საუბრის დრო არ არის. როდესაც ამის დრო მოვა, ჩვენ ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ, ახლა კი მთელი ყურადღება ხვალინდელ მატჩზეა.“