Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ რებიჩს მოტეხილობა არ აქვს“

კროტონესთან მატჩის შემდეგ, რომელშიც მილანმა კესის და ბრაჰიმ დიასის გოლების წყალობით 0 – 2 იმარჯვა, სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

„როდესაც სეზონის სტარტიდანვე ასეთი ინტენსივობით თამაშობ, მნიშვნელოვანია, რომ თამაშის მიმდინარეობა და ტემპი ყოველთვის აკონტროლო და მეტოქეს უფრო მეტი სამუშაო გაუჩინო. დღეს ბურთი იმ დონეზე ვერ გავაკონტროლეთ, როგორც გვსურდა, თუმცა ყველაფერი მაინც კარგად დასრულდა.“

კორონა ვირუსის გამო გუნდს ზლატან იბრაჰიმოვიჩი აკლია, დღეს კი ანტე რებიჩმა მარჯვენა ხელზე ტრავმა მიიღო.

„იმედი მაქვს, რომ რებიჩი მოედანს მალე დაუბრუნდება. პირველადი დათვალიერებით მას მოტეხილობა არ აქვს, რაც აღდგენით პერიოდს მნიშვნელოვნად ამცირებს. საბედნიეროდ გუნდს რაფაელ ლეაო დაუბრუნდა, რაც იბრაჰიმოვიჩის და რებიჩის არყოფნის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია.

„სანდრო ტონალის და ბრაჰიმ დიასის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ისინი ჯერ 100 პროცენტით მზად არ არიან, თუმცა გუნდს უკვე დიდ დახმარებას უწევენ.“