Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ რთული გამოცდა გველის, თუმცა ჩვენ მზად ვართ“

სტეფანო პიოლიმ მილანური დერბის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მილანმა ბოლო პერიოდში თავისი ხასიათი და თამაშის სტილი ჩამოაყალიბა, რომელსაც წინ ბევრი გამოცდა ელის და ხვალ ერთ-ერთი მათგანი იქნება. მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა, თუმცა იგივეს თქმა ჩვენს მოწინააღმდეგეებზეც შეიძლება.

„ჩვენი თავგადასავალი ერთი წლის წინ დაიწყო და გუნდს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ინტერს პატივს ვცემთ, ისინი ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი ფავორიტები არიან, თუმცა მილანს მათი არ ეშინია.

„სამწუხაროდ ხვალინდელ შეხვედრას გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან, თუმცა დერბის დაძაბულობა მაინც იგრძნობა. ჩვენ მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ და ინტერზე უკეთ ვითამაშოთ.“

მილანს სერია ა-ს სასტარტო 3 ტურში 3 მოგება აქვს და მოედანზე თავდაჯერებულები გავლენ, თუმცა პიოლის აზრით ამ მხრივ პრობლემა არც ინტერს ექნება.

„სეზონის სტარტზე იმედი მქონდა, რომ დერბის 3 გამარჯვებით და ევროპა ლიგის საგზურით შევხვდებოდი. ჩვენ ამ თამაშს კარგ ფორმაში და კარგ განწყობაზე ვხვდებით, მაგრამ იგივეს თქმა ინტერსაც შეუძლია. მათი დამარცხება მილანს დამატებით ენთუზიაზმს შემატებდა.

„იბრა ? მას პრობლემები ჰქონდა, თუმცა ზლატანის იმედი ყოველთვის მაქვს. ის იღიმის, ბევრს ვარჯიშობს და კარგ განწყობაზეა. მართალია მას ვარჯიშისთვის მხოლოდ ერთი კვირა ჰქონდა, თუმცა ის მზად არის.“