Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ რთული შეხვედრის მოლოდინში ვართ…“

სტეფანო პიოლიმ სასუოლოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ბაკაიოკო სასტარტოში ? მისი დაყენება გადავწყვიტე, რადგან ტიემუ ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან შესანიშნავად ჩაერთო.

„ტიემუს სეზონის სტარტზე გარკვეული ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება.

„წინ რთული მატჩი დაპირისპირება გველოდება, სასუოლო ძალიან კარგი გუნდია, რომელიც შემტევ და გახსნილ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ ჩვენ დაცვაში სოლიდური მატჩის ჩატარება მოგვიწევს. მათ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, ამიტომ პასების დროს აკურატულები უნდა ვიყოთ.“