Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ რომა მილანს ძალიან ჰგავს“

სტეფანო პიოლიმ რომასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მილანმა სეზონი კარგად დაიწყო და გვსურს, რომ ასე გავაგრძელოთ. ხვალ რთული დაპირისპირება გვაქვს ძლიერ გუნდთან, რომელიც მილანს ძალიან ჰგავს.

„მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები გაიფორმეს. რომა არის გუნდი, რომელსაც შემადგენლობაში ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და გარდა ამისა, გააჩნია ყველა საჭირო კომპონენტი იმისთვის, რომ ამბიციური გუნდი იყოს. წინ გახსნილი და კარგი თამაში გველოდება.“

მილანმა სერია ა-ს 4 ტურიდან ოთხივეს მოგება მოახერხა და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

„ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისში ვართ და ხვალ კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა გველოდება.  ერთი წლის წინ ჩვენს მიმართ მხოლოდ კრიტიკა ისმოდა, თუმცა გუნდმა მუშაობა გააგრძელა და შედეგიც ჩანს. ახლა ჩვენს მიმართ უამრავი კომპლიმენტი მოდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ განვითარება უნდა შევწყვიტოთ. მე გუნდს ვთხოვე, რომ უფრო მონდომებით და ხალისით ივარჯიშონ, რომ ჩვენი ამბიციებიც გაიზარდოს. ძალიან კარგია, რომ ჩვენგან ყველა უფრო მეტს ელოდება.

„ჩვენ თამაშის წაკითხვა უფრო კარგად უნდა შეგვეძლოს. უნდა ვისწავლოთ, როდის შევუტიოთ დიდი ძალებით და როდის ვიზრუნოთ ბურთის შენარჩუნებაზე. დროთა განმავლობაში მილანი კიდევ განვითარდება, თუმცა ეს პროცესი არ უდნა შეჩერდეს.

„სკუდეტო ? ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ოთხეულში შევიდეთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ, ამისთვის კი თითოეულ თამაშში მაქსიმალური კონცენტრაცია და ყურადღება გვმართებს, ახლა ჩვენ მხოლოდ რომასთან მატჩზე ვფიქრობთ.

„კრუნიჩი ? ჩემი აზრით მას როგორც ცენტრალურ ზონაში, ასევე შემტევ ნახევარმცველად შეუძლია თამაში. მას შეუძლია იყოს ჩვენი ტრეკვარტისტა, თუმცა წინ ბევრი სამუშაო ელოდება. მისთვის გოლი ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იმედი მაქვს, რომ რადე ვარჯიშს უფრო მეტი ხალისით გააგრძელებს.“

გუნდს ხვალინდელ შეხვედრაში დიდი ალბათობით ანტე რებიჩი და ჰაკან ჩალჰანოღლუ დააკლდება.

„ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს, თუმცა რებიჩის თამაში ხვალ გამორიცხულია, ჰაკანის შემთხვევაში კი მცირე შანსი არსებობს.

„დონარუმას კონტრაქტი ? მილანში მოსვლამდე ჩემმა გუნდმა მის წინააღმდეგ არაერთხელ ითამაშა და მისი შესაძლებლობებით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი.

„მისი ასაკის მიუხედავად, ჯიჯო უკვე უმაღლესი დონის კიპერია და მას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ვიცი, რომ მას გუნდში დარჩენა უნდა და მილანის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე უკვე მუშაობს, ამიტომ მე არ ვღელავ.“